სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
დეკანის ბრძანება
№15/29 - 01
13.09.2023
ქ.თბილისი
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სამაგისტრო ნაშრომის დაცვის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით სამაგისტრო ნაშრომის დაცვის კომისიის შექმნის შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე–5 პუნქტის „ა“, „კ“ ქვეპუნქტის, მე-6 პუნქტის, „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის“ მე - 16 მუხლის, მე - 3 პუნქტის „დ“ ქვეპუნტის საფუძველზე,
ვბრძანებ:
1. შეიქმნას სამაგისტრო ნაშრომის დაცვის კომისია ეკონომიკის მიმართულებით შემდეგი შემადგენლობით:
ა) აკადემიკოსი, პროფესორი ავთანდილ სილაგაძე - კომისიის თავმჯდომარე;
ბ) აკადემიკოსი, პროფესორი ვლადიმერ პაპავა;
გ) პროფესორი მირიან ტუხაშვილი;
დ) პროფესორი ეთერ ხარაიშვილი;
ე) პროფესორი თეიმურაზ ბერიძე;
ვ) პროფესორი იური ანანიაშვილი;
ზ) პროფესორი სიმონ გელაშვილი;
თ) პროფესორი რევაზ გველესიანი;
ი) პროფესორი ელგუჯა მექვაბიშვილი;
კ) ასისტენტ-პროფესორი თამარ ლაზარიაშვილი - კომისიის მდივანი.
2. სამაგისტრო ნაშრომის დაცვა ეკონომიკის საგანმანათლებლო პროგრამის მიმართულებით (მოდული - ეკონომიკისა და ეკონომიკური აზრის ისტორია) განხორციელდეს 2023 წლის 19 სექტემბერს, 13.00 საათზე, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქ. №2, კორპუსი 10, ოთახი 609.
3. წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.
4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
ფაკულტეტის დეკანი პროფესორი გიორგი ღაღანიძე